ფსონები
თამაშები
ლატარეა

SMERNAX გლობალური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ ლატარეის, ფსონების და თამაშების გადაწყვეტილებების ფართო არჩევანს. კომპანია აქტიურად მონაწილეობს კვლევებსა და განვითარებაში, უზრუნველყოფს მოწინავე ტექნოლოგიებს და აპარატურას, ადგილობრივი ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით. SMERNAX ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე და მომხმარებელს და პარტნიორებს მაღალი დონის სერვისს სთავაზობს.

სტაბილურად მოწინავე პოზიცია ბაზარზე

ძალზე უსაფრთხო ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა

ლატარეის უნიკალური გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია აზარტული თამაშების ადგილობრივ რეგულაციებთან

მოწინავე ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს ბრენდინგის, მომხმარებელზე ზრუნვის და ხარისხის უზრუნველყოფის უწყვეტი მკაცრი შიდა პროცედურების მეშვეობით.

ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები რომლებსაც აძლიერებს მოწინავე ბრენდებთან სტრატეგიული პარტნიორობა

Bet.OS ბუკმეიკერების ბიზნეს გადაწყვეტილებაა. ის ფსონების დადების დროით გამოცდილი სტანდარტული ტიპების გარდა ასევე ორიგინალურ ვერსიებსაც გთავაზობთ. Bet.OS ახდენს ფსონების მიმღებ პუნქტებში ფსონების მიღების, ფინანსური აღრიცხვისა და დამუშავების ავტომატიზაციას და ასევე უზრუნველყოფს გადახდებს. ამასთანავე, Bet.OS ამარტივებს ონლაინ ფსონების შედეგების ვერიფიკაციას. Bet.OS მუშაობს სპეციალური მოთხოვნების მიხედვით შექმნილი აპარატურის საშუალებით, ამუშავებს პროცესების შედეგებს და გასართობ ფორმატში ასახავს მათ ფსონების ტერმინალზე. მოგებული ფსონების თანხები გროვდება ფსონის დამდები პირის ანგარიშზე.

ფსონების დადების შესაძლებლობები

Bet.OS ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფსონების დადებას მოვლენებზე. არსებული ვარიანტები მოიცავს მონაცემებს ავიარეისების, სპორტული ღონისძიებების, ლატარეის გათამაშების და ჭადრაკის ტურნირების შესახებ. Bet.OS-ის ხაზები ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომი მესამე მხარის პროვაიდერებისგან მიღებულ მონაცემთა ნაკადს, რომლებიც, ამადროულად, მონაცემთა შენახვასაც უზრუნველყოფენ. სპეციალური მოთხოვნების მიხედვით შექმნილ ფსონების ტერმინალებთან ურთიერთქმედების შედეგად, ფსონების დამდებთ საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტები. ამავდროულად, მოვლენების შედეგები რეალურ დროში აისახება ფსონების მიმღები პუნქტების ტელეეკრანებზე.

Bet.OS-ის უპირატესობები

  • დროის და ფულის ეკონომია
    Bet.OS მართავს ყველა ოპერაციას, ფსონების დამდებთა რეგისტრაციას, მოგებულ თანხებს და გადასახადებს. სამუშაო ნაკადის მიხედვით ავტომატიზაცია ამცირებს სამუშაოს და ზრდის ეფექტურობას.
  • მომხმარებელზე ზრუნვასა და პარტნიორობაზე ორიენტირებული საქმიანობა
    Bet.OS-ის თითოეულ გამოშვებაში დანერგილია ფუნქციების ახსნის მოთხოვნისა და მომხმარებლის გამოხმაურების საშუალებები.
  • 100%-ით კანონიერი
    შემუშავების მთელი პერიოდის განმავლობაში უდიდესი პრიორიტეტი ენიჭება ტოტალიზატორის ბიზნესის ადგილობრივ რეგულაციებს. Bet.OS-ს კონფიგურირების მრავალი საშუალება გააჩნია და ადვილად ერგება ნებისმიერ იურისდიქციას.
  • მომხმარებლის ყოველდღიური, სადღეღამისო მხარდაჭერა
    მომხმარებლის 24 საათიანი მხარდაჭერა პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის საშუალებაა.
  • ეფექტური პრომო აქციები და ინიციატივები ფსონის დამდები პირებისთვის
    Bet.OS ინახავს მრავალი ფსონის დამდები პირის დემოგრაფიულ და საქმიანობის შესახებ მონაცემებს, და ასევე იძლევა მარკეტინგის საშუალებას სპეციალური წინადადებების და რეკლამის შემუშავებისათვის.
  • ბიზნეს ანალიზი და ანგარიშები
    Bet.OS-ის ანალიტიკური მოდული აგროვებს ფსონების დადებასთან დაკავშირებულ მონაცემებს და ასახავს შეჯამების ან დეტალური ანგარიშების სახით. ეს ანგარიშები კონფიგურირებადია და ეხმარება ოპერაციების ანალიზს.
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა
    Bet.OS სერტიფიცირებულია BMM-ის მიერ და სრულ შესაბამისობაშია ფსონების დადების სტანდარტებთან.
  • ინტეგრაცია
    Bet.OS ღია სისტემაა, მესამე მხარის ფსონების პროდუქციასთან ადვილი ინტეგრაციით.
  • ფსონების დამდები პირის საიდენტიფიკაციო ბარათი
    ფსონების დამდები პირის საიდენტიფიკაციო ბარათები, რომლებიც მუშაობს ნებისმიერი ტიპის ღონისძიებებთან, რომლებსაც ფსონის დამდებ პირებს სთავაზობენ.
  • ახალი ფუნქციებით აღჭურვა
    Bet.OS განუწყვეტლივ ვითარდება, ბაზრის მოთხოვნების ნებისმიერი ცვლილების გათვალისწინებით. ახალი თამაშებისა და ფუნქციების დამატებით, ჩენი ფსონების დადების ვარიანტები იზრდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის Bet.OS-ის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ პროდუქციის ვებგვერდს:

betos.bet

GRAVITY OF GOLD რევოლუციური პროდუქტია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის კაზინოების ტრადიციულ პოკერის თამაშებს. ის მოთამაშეს საშუალებას აძლევს თამაშის მსვლელობაში აკონტროლოს პოკერის ლაივ მაგიდა.

GRAVITY OF GOLD სისტემის მთავარი ელემენტია პოკერის მანქანა, უნიკალური აპარატურა შემთხვევითი ციფრების მექანიკური გენერატორით (RNG) ბურთულებიანი სახატავი მანქანის სახით. თითოეულ ბურთულას გააჩნია რადიოსიხშირის იდენტიფიკაციის (RFID), რომელიც დატანებულია სათამაშო ბანქოს ელექტრონულ დასტაზე. შემთხვევითი ციფრების ფიზიკური მექანიკური გენერატორი ურევს და ანაწილებს ბურთულებს სპეციალურ სვეტებად, ბანქოს დარიგების მსგავსად.

თამაშის უმწიკვლო გამოცდილება
მოთამაშეს სრული კონტროლის საშუალება აქვს, შეუძლია გადაწყვიტოს რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს ბურთულების არევა და რომელი ბურთულა რომელ ბანქოს შეესაბამება.
სრული SAS მხარდაჭერა
SAS დე ფაქტო სტანდარტია, რომელიც აღიარებულია თამაშების ყველა მსოფლიო ოპერატორის მიერ. Gravity of Gold მუშაობს SAS 6.02 -თან და უკუთავსებადია. SAS 6.02 მოიცავს სათამაშო მოწყობილობების ყველა მოთხოვნას და გააჩნია ყველა იმ თავისებურების მხარდაჭერა, რომლებსაც კაზინოები მოითხოვენ.
სენსორული ეკრანი
მინიშნებები კაზინოს პერსონალისთვის
ბრენდინგი
პოკერის მანქანის თამაშის იმიტაციის შეგრძნება და გამოსახულების კონფიგურაციის უნარი, ნებისმიერი ბრენდის წარმოჩენით ლოგოების ატვირთვის, გზავნილების მორგების და მულტიმედიის საშუალებით.
TITO (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება) და AFT (გადარიცხვის სისტემა)
მოთამაშეებისთვის ავტომატური ანგარიშსწორების რამდენიმე საშუალება: უნაღდო გადარიცხვა, TITO და ნაღდი ანგარიშსწორება.
ლამაზი გრაფიკა და რეალური თამაშის შთაბეჭდილება
ხმოვანი შეტყობინებები

ამჟამად GRAVITY OF GOLD უზრუნველყოფს კაზინოს თამაშების შემდეგ პოპულარულ ვარიანტებს: Three Card Poker, Casino Stud Poker, Casino Hold'em Poker, Let It Ride, Crazy 4 Poker. პროდუქტს ასევე მომხიბვლელს ხდის პროგრესირებადი ჯეკპოტის მხარდაჭერა.

ყველა თამაში შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კაზინოს წესებთან თამაშის წესების, მაგიდების განთავსების, კოეფიციენტების, სხვა პირებთან დადებული ფსონების და ვარიაციების თვალსაზრისით.

დამატებითი ინფორმაციისათვის Gravity of Gold-ის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ პროდუქციის ვებგვერდს:

gravity-of-gold.smernax.com

Griffon ლატარეის ელექტრონული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ლატარეის მომენტალური გაყიდვების ავტომატიზაციას.

Griffon მოიცავს ლატარეის ოპერაციების ყველა ბაზას:

ლატარეის ბილეთების შექმნა

საბოლოო კლიენტზე დისტრიბუცია პარტნიორების საცალო ჯაჭვების ქსელით

ბილეთების გაყიდვა ლატარეის ტერმინალების მეშვეობით

Griffon-ის უპირატესობები

დამატებითი ინფორმაციისათვის Griffon-ის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ პროდუქციის ვებ-გვერდს:

griffon.smernax.com

info@smernax.com
office@smernax.com
legal@smernax.com
finance@smernax.com
sales.int@smernax.com
sales.cis@smernax.com
product.support@smernax.com
tech.support@smernax.com
www.facebook.com/Smernax ჩამოტვირთვა
© Smernax Holdings Limited 2017. ყველა უფლება დაცულია.

კონტაქტები

Archiepiscopou Makariou III, 73,
METHONIS TOWER, 7th floor, Flat/Office 705, 1070,
ნიკოზია, კვიპროსი.